საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის პოზიციას 2023 წლიდან ირაკლი ქარქაშაძე იკავებს და მეთვალყურეობას უწევს საქართველოში არსებული აეროპორტების უსაფრთხო და ეფექტურ ოპერირებას, აეროპორტების ინფრასტრუქტურისა და მგზავრთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნულ პოზიციამდე, ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა და ქალაქის საერთაშორისო ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით მუშაობდა. მას ასევე მოპოვებული აქვს ავსტრიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ავიაციის მენეჯმენტის მიმართულებით, ხოლო დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საავიაციო ლოგისტიკის მიმართულებით. მას ასევე აქვს საერთაშორისო და შიდა საავიაციო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად ფლობს საავიაციო მენეჯმენტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, ფართო ცოდნასა და გამოცდილებას.
UAG - Copyright 2024. All rights reserved.