საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
2022 წლის დეკემბერიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2022 წლამდე ბატონი ვახტანგი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზისა დეპარტამენტის უფროსი. ბატონ ვახტანგს მოპოვებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ბაკალავრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრი, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მართვის დოქტორანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული შემდგომ ეკონომიკურ რეფორმებში: საპენსიო რეფორმის (მეორე სვეტი) კონცეფციის შემუშავება და რეფორმის ეკონომიკური ეფექტების შეფასება/ანალიზი; საჯარო და კერძო თანამშრომლობის კონცეფციის და ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; გადახდისუუნარობის რეფორმის ფარგლებში ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების განვითარება - საკრედიტო-საგარანტიო სქემის დიზაინის შემუშავება; იპოთეკური სესხების სუბსიდირების და საგარანტიო პროგრამების შემუშავება; ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარება - ლიზინგის განვითარების კონცეფციის და ფაქტორინგის კანონმდებლობის შემუშავება; წიაღის სექტორის რეფორმის კონცეფციის შემუშავება.
UAG - Copyright 2024. All rights reserved.