UAG აკადემიის დირექტორის პოზიციას 2026 წლის თებერვლიდან ნიკა თიკანაშვილი იკავებს. მას საავიაციო ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის მიმართულებით მრავალწლიანი აკადემიური, კვლევითი და მენეჯერული გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იკავებდა ხელმძღვანელ და ექსპერტულ პოზიციებს საგანმანათლებლო და სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათ შორის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ნიკა თიკანაშვილი აქტიურად არის ჩართული საავიაციო განათლების განვითარების პროცესში, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფაში, ასევე საერთაშორისო და სახელმწიფო საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მართვაში, რომლებიც დაფინანსებულია შემდეგი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და კორპორაციების მიერ: ICAO, EUROCONTROL, FAA, BOEING და სხვა. იგი არის არაერთი მაღალრეიტინგული სამეცნიერო სტატიის, ასევე სასწავლო სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ნიკა თიკანაშვილი უძღვება სალექციო კურსებს საავიაციო თემატიკაზე და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო საავიაციო კონფერენციებსა და სამუშაო ჯგუფებში.
UAG - Copyright 2024. All rights reserved.